ჩვენს შესახებ
რას წარმოვადგენთ
მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე ეკონომიკაში ლიზინგი დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თუ ბიზნესის განვითრებისთვის დანადგარების ან ტექნიკის შეძენა გჭირდებათ და, ამავდროულად, გამარტივებული პროცედურებით სარგებლობაც გსურთ, ლიზინგი სწორედ ის ალტერნატიული ფინანსური პროდუქტია, რომელიც თქვენს საჭიროებებს სრულად შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს იგი საქართველოშიც პოპულარული ხდება და მეტი მიკრო თუ მცირე მეწარმის დაინტერესებას იწვევს.
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ ლიზინგის პროდუქტი „კრისტალ ლიზინგი“ 2020 წელს შექმნა და მისი მეშვეობით, ქართველ მეწარმეებს ბიზნესის განვითარების გამარტივებული შესაძლებლობა შესთავაზა. ამ დროიდან პროდუქტის მომხმარებლების რაოდენობა და, შესაბამისად, მათი საქმიანობების განვითარებაში ლიზინგის მნიშვნელობაც ყოველდღიურად იზრდება.
2021 წელი კრისტალისთვის ლიზინგის ოპერაციების წარმოების მეორე წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოსტპანდემიური გამოწვევებით გამოირჩეოდა, კომპანიამ შედეგების გაუმჯობესება ისეთი მიმართულებებით შეძლო, როგორებიცაა საოპერაციო ეფექტიანობის მართვა, სექტორებში ლიზინგის პორტფელის გაზრდა, მომწოდებლებთან ურთიერთობა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების ფარგლებში თანამშრომლობა, ბიზნესასოციაციებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან პარტნიორობა და ა.შ. საგულისხმოა, რომ გაიზარდა გამოცდილება აქტივების მეორადი ბაზრის სპეციფიკაციების ცოდნის კუთხითაც. მეორე საოპერაციო წელს კომპანიამ ლიზინგის პორტფელი 150%–მდე გაზარდა.
აგროლიზინგის განვითარებისთვის კრისტალმა საკონსულტაციო მხარდაჭერა FinExCoopGeorgia-სგან მიიღო. ეს ორგანიზაცია ფრანკფურტის სკოლის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და Mercy Corps Georgia–ს მიერაა დაფუძნებული. საქართველოში მისი საქმიანობა ფერმერული კლასტერებისა და კოოპერატივების განვითარებას გულისხმობს.