
კრისტალ ლიზინგმა კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოება დააფინანსა
კრისტალ ლიზინგი ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობების გაფართოებისა და განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად მისი პროდუქტით სამშენებლო ხელთათმანების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „მალასამ“ ახალი საქსოვი დანადგარები შეიძინა.
ტექნიკური გადაიარაღებისა და თანამედროვე მოწყობილობების ამოქმედების შედეგად, კომპანია უკვე 150 000 ცალ ხელთათმანს ამზადებს და პროდუქციაზე არსებულ მოთხოვნას შესაბამისი მიწოდებით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მალასა“ საქართველოში სამშენებლო ხელთათმანების ერთადერთი მწარმოებელია. იგი ორი ტიპის პროდუქციას ქმნის და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, გამძლეობითა და ოპტიმალური ღირებულებით გამორჩეულ ნაწარმს სთავაზობს. ახალი დანადგარები კომპანიას ბიზნესსაქმიანობის კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმარება.