მონეტა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” მომხმარებლებს სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს, “მონეტას” სთავაზობს.
“მონეტა” საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა სანდოობა და ლარში მაღალი – 14%-მდე ეფექტური საპროცენტო სარგებელია.
კრისტალმა პროდუქტი ბაზარზე ორი სახით წარადგინა: დახურული და ღია. დახურულის შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გააქვს, ხოლო თუ იგი ღია პროდუქტით სარგებლობს, მისი გატანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეუძლია.
„მონეტა“ ლარსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში), მაქსიმალური კი — 3, 000,000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში). რაც შეეხება ვადებს, „მონეტა“ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 12 თვით იხსნება, ხოლო სარგებლის რეალიზაცია როგორც ყოველთვიურად, ისე ვადის ბოლოსაა შესაძლებელი.
რა არის “მონეტა“?
„მონეტა“ საინვესტიციო პროდუქტია რომლის იურიდიული ფორმა თამასუქია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ დანაზოგი დააბანდონ კრისტალში.
რა უპირატესობები აქვს საინვესტიციო პროდუქტ „მონეტას“?
- მაღალი სარგებელი
- სანდოობა, თანხას ანდობთ გამჭვირვალე, მაღალი სტანდარტის მქონე ორგანიზაციას.
- ფიქსირებული განაკვეთი (სარგებელი არ არის მიბმული ეროვნული ბანკის განაკვეთზე)
- თამასუქის დარღვევის შემთხვევაში გარანტირებულად გაგაქვთ ძირი თანხის 100% და დარიცხული Net სარგებელი.
- მოქნილი პირობები
რა სახის თამასუქები არის ხელმისაწვდომი?
დახურული თამასუქი – მომხმარებელი აბანდებს თამასუქში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით და საპროცენტო განაკვეთით, იმ პირობით, რომ თანხის გატანა მოხდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ.
ღია თამასუქი – მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველ დროს გაიტანოს თანხა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების დაცვით.
ვის შეუძლია თამასუქით სარგებლობა?
თამასუქის შეძენა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ პირს.
პირობები
ვადის ბოლოს გადახდით | ვალუტა | GEL | USD |
თამასუქის ტიპი | თამასუქის ვადა | ნომინალური | ნომინალური |
დახურული | 3 თვე | 12,00% | 3,00% |
დახურული | 6 თვე | 12,50% | 3,50% |
დახურული | 9 თვე | 13,00% | 4,00% |
დახურული | 12 თვე | 13,50% | 4,25% |
ღია | 3 თვე | 10,50% | 2,50% |
ღია | 6 თვე | 10,75% | 2,75% |
ღია | 9 თვე | 11,00% | 3,00% |
ღია | 12 თვე | 11,50% | 3,25% |
ყოველთვე გადახდით | ვალუტა | GEL | USD |
თამასუქის ტიპი | თამასუქის ვადა | ნომინალური | ნომინალური |
დახურული | 3 თვე | 12,00% | 3,00% |
დახურული | 6 თვე | 12,25% | 3,25% |
დახურული | 9 თვე | 12,50% | 3,50% |
დახურული | 12 თვე | 12,75% | 3,75% |
ღია | 3 თვე | 10,00% | 2,20% |
ღია | 6 თვე | 10,50% | 2,50% |
ღია | 9 თვე | 10,75% | 2,70% |
ღია | 12 თვე | 11,00% | 3,00% |
*>500 000 ლარს ზემოთ მოცულობაზე მომხმარებელს შესალებლობა აქვს ისარგებლოს გაზრდილი განაკვეთით 14% ლარში
მინიმუმ რა მოცულობის თანხა შემიძლია განვათავსო?
- ₾ 100,000
- $ 40,000
მაქსიმუმ რა მოცულობის თანხა შემიძლია განვათავსო?
- დახურული თამასუქის შემთხვევაში ₾3,000,000 (ან ექვივალენტი დოლარში)
- ღია თამასუქის შემთხვევაში ₾1,000,000 (ან ექვივალენტი დოლარში)
სარგებლის (%) რეალიზაცია რა სიხშირით შემიძლია?
- დახურული თამასუქის შემთხვევაში – ყოველ თვე, ვადის ბოლოს.
- ღია თამასუქის შემთხვევაში – ვადის ბოლოს.
თანხის თამატება თამასუქზე შესაძლებელია?
არ არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში ახალი, პარალელური თამასუქი უნდა გაიხსნას.
მომსახურების საკომისიო რამდენია?
₾ 0
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა რამდენია?
თამასუქის დარღვევის საკომისიო შეადგენს გადასახდელ სარგებლის განაკვეთს:
- -5%-ს ლარში (თუ 13%-იანი სარგებელს იღებთ, დარღვევის შემთხვევაში 8% დაგერიცხებათ)
- -1%-ს დოლარში
თამასუქის ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია?
ღია თამასუქი – დიახ, ნებისმიერ დროს.
დახურული თამასუქი – არა.
ღია თამასუქი შემიძლია ნაწილობრივ დავარღვიო და ნაშთი დავტოვო?
არა, მისი დარღვევა სრულად უნდა მოხდეს.
სარგებლის მიღება როგორ ხდება?
სარგებლის რეალიზაცია ხდება მხოლოდ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე და არ გაიცემა ფილიალში.
თამასუქის გატანა-შემოტანა როგორ ხდება?
თანხა შეგიძლიათ შემოიტანოთ ნაღდი და უნაღდო გზით. ასევე, გატანაც შესაძლებელია ორივე გზით.
რაიმე გადასახადი ეხება თამასუქს?
დიახ, მეორადი საშემოსავლო ბეგარა -5% დარიცხულ სარგებელზე.
განაცხადიდის გაკეთებიდან რა პროცესია გასავლელი ხელშეკრულების გაფორმებამდე?
ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა KYC პროცედურის გავლა, რომელსაც დაახლოებით 1 დღე სჭირდება.
ვადის ამოწურვის შემდეგ რა ხდება?
ვადის ამოწურვის დღეს, უნდა მობრძანდეთ ფილიალში, წარმოადგინოთ თამასუქის სერტიფიკატი (რომელიც გადმოგეცემათ გაფორმების დღეს) და გაიტანოთ თანხა.
განახლების სურვილის შემთხვევაში, იხსნება ახალი თამასუქი.
თამასუქის სერტიფიკატი თუ დავკარგე რა ხდება ამ შემთხვევაში?
კანონით არ გვაქვს უფლება სერტიფიკაცის გარეშე მომხმარებელს თანხა დავუბრუნოთ. შესაბამისად, ფორმალობისთვის საქმე სასამართლოში გადადის და მოგვიანებით ხდება თანხის დაბრუნება.
შემიძლია თამასუქზე ოპერაციები მინდობილობით შევასრულო?
დიახ.
რა ტიპის თამასუქზე მუშაობს კრისტალი?
მარტივი (სოლო თამასუქი); ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მხოლოდ 2 მხარე იქნება. კრისტალი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სარგებელი, და მომხმარებელი.
რომელ ქალაქებში იქნება სერვისი ხელმისაწვდომი?
- თბილისი 1 (თბილისი, წერეთლის გამზირი #121)
- ქუთაისი 1 (ქუთაისი, წერეთლის #1)
- ზუგდიდი (ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზ. #13)
- ფოთი (ფოთი, ფარნავაზ მეფის 4)
- ბათუმი (ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. #34)
სს მისო კრისტალი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.