
მოწყობილობა-დანადგარების ლიზინგი
თუ ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის მოწყობილობების, დანადგარების, ან სხვა მოძრავი აქტივის შეძენა და შესაბამისი დაფინანსების მიღება გსურთ, კრისტალ ლიზინგის პროდუქტი თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება.
შეთავაზების პირობებით, ნებისმიერ სასურველ აქტივს კრისტალ ლიზინგი შეიძენს და მას სარგებლობაში გადმოგცემთ. სალიზინგო გადასახადების სრულად დაფარვის შემდეგ კი აქტივი თქვენი საკუთრება გახდება.
პროდუქტით სარგებლობის პირობები:
- ლიზინგის მოცულობა 100 000 ლარამდე;
- კონკრეტულ ბიზნესსაქმიანობაზე მორგებული გრაფიკი;
- მოქნილი და კონკურენტული პირობები.
შეიძინე სასურველი მოწყობილობა-დანადგარი დღესვე.