ლიზინგის ექსპერტი
განაცხადის შევსებაქალაქი თბილისი
დეპარტამენტი გაყიდვების დეპარტამენტი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 22 იანვარი, 2023
კრისტალ ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. “კრისტალი” უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
“კრისტალი” გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
** დაინტერესებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** მომხმარებლების მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
** სალიზინგო პროექტების დამუშავება და ანალიზი;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
** სალიზინგო პროექტის დოკუმენტაციის მართვა;
** ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება საჭიროების შემთხვევაში.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ფინანსურ ინსტიტუტებში საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ავტო სესხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება – სასურველია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება – სასურველია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა
დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.