Search
ყველა შედეგი

როგორ გამოიყენოთ შეღავათიანი აგროლიზინგი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

სოფლის მეურნეობა საქართველოში ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. რეგიონებში მცხოვრები ბევრი ადამიანი სწორედ ამ სფეროში საქმიანობს და ძირითად შემოსავალსაც მისგან იღებს. თუმცა, პარალელურად, ეს დარგი წარმატების მისაღწევად შედარებით ხანგრძლივ დროს მოითხოვს და მაღალ რისკებსაც უკავშირდება.  

რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სფეროს განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში შემუშავებულია სახელმწიფო ინიციატივები, მათ შორის გრანტები სოფლის მეურნეობაში და სხვა სპეციალური პროგრამები, რომლებიც ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უზრდის და შეღავათიანი პროდუქტებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.  

საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტებს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მსურველებს არაერთ საინტერესო შესაძლებლობასაც სთავაზობს. ეს შესაძლებლობები კი ტექნიკის შესაძენად განკუთვნილი გრანტების გარდა, სალიზინგო პროცენტის სუბსიდირებასა და ყოველთვიური გადასახადის გარკვეულ ნაწილის დაფინანსებასაც გულისხმობს.  

ჩვენი ბლოგპოსტის მთავარი თემა ამჯერად სწორედ სააგენტოს ერთ-ერთი ასეთი პროგრამა — შეღავათიანი აგროლიზინგი და მისი გამოყენების პირობებია.  

რას არის შეღავათიანი აგროლიზინგი 

დავიწყოთ აგროლიზინგის განმარტებით: აგროლიზინგი, როგორც ზოგადად თავად ლიზინგი, წარმოადგენს ალტერნატიულ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც კონკრეტულად აგრო და სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობით გაიცემა. პროდუქტით სარგებლობისთვის, საჭიროა, მიმართოთ სალიზინგო კომპანიას, რომელიც თქვენთვის სასურველ სატრანსპორტო საშუალებას, დანადგარს, მოწყობილობასა თუ ტექნიკას თავად შეიძენს. ნივთს საკუთარი საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, ყოველთვიური სალიზინგო შენატანის სანაცვლოდ გამოიყენებთ, სალიზინგო ვადის დასრულების შემდეგ კი ის საკუთრებაში გადმოგეცემათ.  

რაც შეეხება შეღავათიან აგროლიზინგს, ეს არის პროგრამა, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ამ დარგისა და მასში დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად ახორციელებს. ის დაფინანსების მოქნილი შესაძლებლობაა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, აგროლიზინგით სარგებლობისას სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მარტივად მიიღონ.  

რა მიმართულებებით გაიცემა შეღავათიანი აგროლიზინგი 

პირველი მთავარი მიმართულება სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობაა. შეღავათიანი აგროლიზინგით ფინანსდება პირველადი სასოფლო-სამეურნეო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული და ენერგოეფექტური საწარმოები, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი, მოწყობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა. 

შეღავათიანი აგროლიზინგი სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობის მიმართულებით რომ გამოიყენოთ, მისი საგნის ღირებულება მინიმუმ— 1 500 000 ლარი და მაქსიმუმ 10 000 000 ლარი უნდა იყოს. სოფლის განვითარების სააგენტო კი შეთანხმების გაფორმებიდან მაქსიმუმ 38 თვის განმავლობაში, არა უმეტეს 36 თვის პროცენტს წლიური 12%-ის ოდენობით დაგიფინანსებთ. გარკვეული პირობებით, შესაძლებელია პარალელური ლიზინგების გაცემაც.  

სახელმწიფოს თანადაფინანსებას მიიღებთ და შეღავათიანი აგროლიზინგით ისარგებლებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხე-ტყის დამამზადებელი და სხვა ტექნიკის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე შეძენის დროსაც. ამ შემთხვევაში შეღავათიანი აგროლიზინგის ოდენობა 7 000-1 500 000 ლარით განისაზღვრება. სოფლის განვითარების სააგენტო კი აგროლიზინგის გაცემიდან არა უმეტეს 50 თვის განმავლობაში სალიზინგო საზღაურის მაქსიმუმ 48 თვეს დააფინანსებს. აუცილებელია, რომ ტექნიკა  ახალი იყოს და ლიზინგის მიღების მომენტში მასზე მწარმოებლის გარანტია ვრცელდებოდეს. შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობისას მოწყობილობების შემთხვევაში, სააგენტო პროცენტის 12%-ს დაგიფინანსებთ, ტრაქტორების შემთხვევაში კი — 9%-ს.  

როგორ ვისარგებლო შეღავათიანი აგროლიზინგით კრისტალ ლიზინგის დახმარებით 

კრისტალ ლიზინგისთვის იმ მეწარმეების მხარდაჭერა, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ მრავალი წელია, სოფლის განვითარების სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ. ეს პარტნიორობა კი უპირველესად შეღავათიანი აგროლიზინგის შეთავაზებას გულისხმობს.  

კრისტალ ლიზინგის დახმარებით შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის პირობები ასეთია: თქვენთვის სასურველ მანქანას, დანადგარსა თუ მოწყობილობას კრისტალ ლიზინგი ყიდულობს და ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის სანაცვლოდ, მას სარგებლობაში გადმოგცემთ. თანხის დაფარვის შემდეგ აქტივი თქვენი საკუთრება ხდება. მანამდე კი ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის პროცენტის ნაწილს სოფლის განვითარების სააგენტო გიფინანსებთ.  

კრისტალ ლიზინგის შეღავათიანი აგროლიზინგი რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას აერთიანებს: შეგიძლიათ, ისარგებლოთ გადახდის მოქნილი გრაფიკით, საშეღავათო პერიოდითა და თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით.  

კრისტალ ლიზინგის შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას — თანამედროვე ფერმებს, სასათბურე მეურნეობებს და ა.შ. ქმნიან. ამას გარდა, იგი განკუთვნილია იმ ბიზნესსუბიექტებისთვისაც, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს აწარმოებენ ან თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება აქვთ დამტკიცებული. გაითვალისწინეთ, რომ, პროგრამის ფარგლებში, შეღავათიანი აგროლიზინგით დამწყები ბიზნესებიც ფინანსდება. დეტალებისთვის ეწვიეთ

მოგვწერეთ
კალკულატორი
დახმარება
Icon

Hidden
DD slash MM slash YYYY
This field is for validation purposes and should be left unchanged.
დაფინანსების თანხა
5000 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
10 20 30 40 50
ვადა
თვე
6 19 33 46 60

ლიზინგის საზღაური

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


დაფინანსების თანხა
0
ვადა
0 თვე

საპროცენტო განაკვეთი
6 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ყოველთვიური გადასახადი არ მოიცავს დაზღვევის და ქონების გადასახადს. ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ ლიზინგის განაცხადი