კრისტალ ლიზინგი დღეს
კრისტალ ლიზინგი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2020 წლიდან იგი მიკრო და მცირე მეწარმეებს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ალტერნატიულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.
კრისტალ ლიზინგი კომფორტულ პირობებს, გამარტივებულ, მოქნილ პროცედურებსა და მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს. მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები სრულად შეესაბამება თანამედროვე მიკრო და მცირე მეწარმეების მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ზრდის დაფინანსებაზე მათ ხელმისაწვდომობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის განვითარებას.
ამჟამად კრისტალ ლიზინგის საკრედიტო პორტფელი 12 მილიონ ლარს აჭარბებს. მისი პროდუქტების მიღება კი მთელი საქართველოს მასშტაბით, კრისტალის 50-მდე ფილიალშია შესაძლებელი. სამომავლოდ კრისტალ ლიზინგი დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება და ოპერირებას კრისტალის შვილობილი კომპანიის სტატუსით განაგრძობს.


კრისტალ ლიზინგი იზიარებს კრისტალის მისიას, ხედვას, მიზნებსა და სოციალური პასუხისმგებლობების მიმართულებებს. ამავდროულად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებულ აქცენტს გამჭვირვალობაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ბიზნესსექტორის გაძლიერებაზე, ხელშეწყობაზე და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარების მხარდაჭერაზე აკეთებს. კრისტალ ლიზინგის მიერ შეთავაზებული ფინანსური პროდუქტები და განხორციელებული პროექტები სწორედ ამ ღირებულებებს ეყრდნობა.