
აწარმოე საქართველოში
მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კრისტალ ლიზინგი სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს და მის პროგრამებში ჩართულ ბიზნესებს შეღავათიან, მოქნილ ლიზინგს სთავაზობს.
ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენთვის სასურველ დანადგარს, ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებას კრისტალ ლიზინგი შეიძენს და ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, სარგებლობაში გადმოგცემთ. თანხის სრულად დაფარვის შემდგომ კი ამ აქტივს საკუთრებაში მიიღებთ. ამას გარდა, „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა სხვა უპირატესობებსაც ითვალისწინებს:
- დაფინანსება უზრუნველყოფისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე დაგიმტკიცდებათ;
- სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას მიიღებთ;
- ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდითა და გადახდის მოქნილი გრაფიკით.
თანადაფინანსებით სარგებლობისთვის მეწარმე სააგენტოს პროგრამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. დეტალებისთვის ეწვიეთ: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/22791.