აწარმოე საქართველოში
მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კრისტალ ლიზინგი სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს, რომელთა ბიზნესებიც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სააგენტოს პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ.
ლიზინგის გამოყენებისას, აქტივს, რომლის სუბსიდირებაც სააგენტოს პროგრამის პირობებითაა გათვალისწინებული, კრისტალ ლიზინგი შეიძენს და ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, სარგებლობაში გადმოგცემთ. თანხის სრულად დაფარვის შემდგომ კი ამ აქტივს საკუთრებაში მიიღებთ.
კრისტალ ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია:
- თქვენს ბიზნესზე მორგებული პირობებით;
- გადახდის მოქნილი გრაფიკით;
- დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამისა და მისი პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/Business-Universal