კორპორაციული მართვა
კრისტალ ლიზინგის კოპრორაციული მართვა გამჭვრივალობას, სანდოობას, ეთიკურობას, პასუხისმგებლობას, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებასა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებს ეფუძნება.
კრისტალ ლიზინგის კორპორაციულ მართვას ახორციელებს საფინანსო სექტორში მუშაობის მრავაწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომელიც განსაზღვრულ მიდგომებზე დაყრდნობითა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების გათვალისწინებით ავითარებს კრისტალ ლიზინგის სტრატეგიას.

კახა გაბესკირია
უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, სს კრისტალ ლიზინგი
კახა გაბესკირია კრისტალის გუნდს 2009 წელს შემოუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა: იყო უფროსი საკრედიტო ოფიცერი, უფროსი ოპერაციების ოფიცერი და ბიზნესის უფროსი ოფიცერი. 2020 წლიდან იგი მისო კრისტალის შვილობილი კომპანიის, კრისტალ ლიზინგის უფროს აღმასრულებელ ოფიცრად დაინიშნა.
კახა გაბესკირიას პროკრედიტ ბანკში, MSME სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, არის სერტიფიცირებული პროექტის მართვაში, ბიზნესის ანალიზში, ადამიანური რესურსების მართვაში, პროდუქტის განვითარებაში, საკრედიტო პორტფელის დაგეგმვასა და მენეჯმენტში, საკრედიტო და საოპერაციო რისკების მენეჯმენტში.

გვანცა გვიჩია
რისკების მიმართულების ხელმძღვანელი
გვანცა გვიჩია კრისტალ ლიზინგის რისკების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. გვანცას კარიერა საფინანსო სექტორში 2005 წელს, პროკრედიტ ბანკში დაიწყო. ორი წლის შემდეგ მან ლიზინგის სფეროში გადაინაცვლა და საქმიანობა საქართველოს სალიზინგო კომპანიაში, ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო. 2010 წლიდან გვანცა სამუშაოდ „ალიანს ჯგუფ ლიზინგში“ გადავიდა, სადაც ლიზინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2021 წლიდან კი ის საქართველოს სალიზინგო კომპანიის ბიზნეს ლიზინგის უფროსის პოზიციას იკავებდა. გვანცას პროფესიული გამოცდილება ფინანსებისა და პროექტის მართვის მიმართულებებით საკონსულტაციო საქმიანობასაც მოიცავს.
გვანცა გვიჩია 2021 წლიდან სალიზინგო კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. 2010 წლიდან იგი აქტიურადაა ჩართული პედაგოგიკურ საქმიანობაში და საკუთარ გამოცდილებას უმაღლესი ბიზნესსკოლების სტუდენტებს უზიარებს.
გვანცა გვიჩიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიიღო. ამას გარდა, მას ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის განხრითაც აქვს დასრულებული. გვანცა ფლობს ACCA და სხვა პროგრამების სერტიფიკატებს ფინანსებსა და მენეჯმენტში.
ამჟამად გვანცა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) დოქტორანტია. პარალელურად, იგი აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და პერსონალური ქოუჩინგის პროგრამებში.