პროექტები
კრისტალ ლიზინგის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობითა და ალტერნატიული, მარტივი, მოქნილი დაფინანსების პროდუქტების შეთავაზებით, განახორციელოს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთელი საქართველოს მასშტაბით მეწარმეობის გაზრდას, არსებული ბიზნესსაქმიანობების გაფართოებას, ახალი, ინოვაციური მიმართულებების დანერგვასა და ქვეყნის ეკონომიკის დინამიკურ ზრდას.
კრისტალ ლიზინგში დაფინანსების თითოეული პროექტი კონკრეტული ბიზნესის საჭიროებების დეტალური ანალიზის საფუძველზე, ინდივიდუალური მიდგომით, მინიმალური პროცედურებითა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ხორციელდება.