Search
ყველა შედეგი

პროექტები

კრისტალ ლიზინგის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობითა და ალტერნატიული, მარტივი, მოქნილი დაფინანსების პროდუქტების შეთავაზებით, განახორციელოს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთელი საქართველოს მასშტაბით მეწარმეობის გაზრდას, არსებული ბიზნესსაქმიანობების გაფართოებას, ახალი, ინოვაციური მიმართულებების დანერგვასა და ქვეყნის ეკონომიკის დინამიკურ ზრდას.

კრისტალ ლიზინგში დაფინანსების თითოეული პროექტი კონკრეტული ბიზნესის საჭიროებების დეტალური ანალიზის საფუძველზე, ინდივიდუალური მიდგომით, მინიმალური  პროცედურებითა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ხორციელდება.

ჰედონე

ინოვაციური ტექნიკის დაფინანსება ესთეტიკის ცენტრ „ჰედონეში“

team member image

კრისტალ ლიზინგმა ესთეტიკის ცენტრ „ჰედონეს“ უახლესი თანამედროვე  მოწყობილობების — ლაზერული ეპილაციისა და წყალქვეშა მასაჟის აპარატების შეძენა დაუფინანსა.

პროექტის შედეგად, ცენტრმა ახალ მომსახურებებთან ერთად, მომხმარებლებს ვაკუუმფუნქციონალის წყალქვეშა მასაჟის ინოვაციური აბაზანით სარგებლობა საქართველოში პირველად  შესთავაზა. მოწყობილობები „ჰედონეს“ საშუალებას მისცემს, მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისები დანერგოს, ბრენდის პოპულარიზაცია გაზარდოს, ახალი მომხმარებლები მიიზიდოს და საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს.

სკამი

ავეჯის საწარმო „სკამი“ კრისტალ ლიზინგით მომსახურებას ამრავალფეროვნებს

team member image

კრისტალ ლიზინგის მოქნილი და მარტივი პროდუქტის დახმარებით, ავეჯის საწარმო „სკამი“ მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტსა და მომსახურებებს სთავაზობს.

კრისტალ ლიზინგთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საწარმომ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსება დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიიღო, საკუთარი სატვირთო ავტომობილი შეიძინა და მომხმარებლები პროდუქციის სახლში მიტანით თავადვე უზრუნველყო. შედეგად, მომსახურების მასშტაბი კიდევ უფრო გააფართოვა, ხარჯები შეამცირა და ამჟამად უკვე ახალი სერვისების შეთავაზებაზე მუშაობს.

ღვინუკა

კრისტალ ლიზინგით მეღვინეობა „ღვინუკა“ დაფინანსდა

team member image

კრისტალ ლიზინგის აგრო ლიზინგის დახმარებით, მეღვინეობა „ღვინუკა“ ახალი დანადგარებით აღიჭურვა. შედეგად, საწარმო ტექნიკურად გადაიარაღდა, მისი წარმადობა კი გაიზარდა.

მოქნილი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მარტივი დაფინანსებით მეღვინეობა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, შესაძლებლობების გაფართოებასა და პროდუქციის ექსპორტირების ეფექტიანობის გაზრდას შეძლებს.

მალასა

კრისტალ ლიზინგის დახმარებით, კომპანია „მალასა“ ტექნიკურად გადაიარაღდა

team member image

კრისტალ ლიზინგის დაფინანსებით, სამშენებლო ხელთათმანების მწარმოებელი ქართული კომპანია „მალასა“ ახალი საქსოვი დანადგარებით აღიჭურვა.

თანამედროვე მოწყობილობების ამოქმედება კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქციის რაოდენობას ზრდის და მას ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს.

„მალასა“ საქართველოში სამშენებლო ხელთათმანების ერთადერთი მწარმოებელია. მისი პროდუქცია მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და ოპტიმალური ფასით გამოირჩევა. ახალი დანადგარები კომპანიას ბიზნესსაქმიანობის კიდევ უფრო განვითარებაში დაეხმარება.

მარიამი 2019

ახალი მანქანა-დანადგარი მაკულატურის გადამამუშავებელ საწარმოში

team member image

კრისტალ ლიზინგის დახმარებით, მაკულატურის გადამამუშავებელმა საწარმომ, „მარიამი 2019“-მა ახალი მანქანა-დანადგარი შეიძინა და  მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის წარმოება დაიწყო.

თანამედროვე მოწყობილობა საწარმოს დაეხმარება, პროდუქციაზე არსებული გაზრდილი მოთხოვნა ოპტიმალურად დააკმაყოფილოს და ახალი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოოს.

მოგვწერეთ
კალკულატორი
დახმარება
Icon

Hidden
DD slash MM slash YYYY
This field is for validation purposes and should be left unchanged.
დაფინანსების თანხა
5000 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
10 20 30 40 50
ვადა
თვე
6 19 33 46 60

ლიზინგის საზღაური

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


დაფინანსების თანხა
0
ვადა
0 თვე

საპროცენტო განაკვეთი
6 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ყოველთვიური გადასახადი არ მოიცავს დაზღვევის და ქონების გადასახადს. ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ ლიზინგის განაცხადი