ფინანსური ლიზინგი

თუ ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის დამატებითი ტექნიკის, მოწყობილობა-დანადგარებისა და მსუბუქი ავტომობილების შეძენა გესაჭიროებათ, კრისტალის ფინანსური ლიზინგი თანხის მიღების ოპტიმალურ შესაძლებლობას, კონკურენტულ პირობებს, სწრაფ პროცედურებსა და პროფესიონალთა მომსახურებას გთავაზობთ:
- ლიზინგის მაქსიმალური ოდენობა — 100 000 ლარი;
- მინიმალური პირველადი შენატანი;
- დაფინანსება 1 დღეში.
პროდუქტით სარგებლობა მარტივია: თქვენ მიერ შერჩეულ, სასურველ აქტივს კრისტალ ლიზინგი მაქსიმუმ 100 000-მდე ლარით დააფინანსებს და შეძენისთანავე სარგებლობაში გადმოგცემთ. გადასახადების სრულად დაფარვის შემდეგ კი მას საკუთრებაში მიიღებთ.
ფინანსური ლიზინგის პირობები:
მიზნობრიობა | დაფინანსება მოძრავი აქტივების უზრუნველყოფით |
აქტივის ტიპი | ახალი ან მეორადი |
ლიზინგის მიმღები | ფიზიკური/იურიდიული პირი |
ლიზინგის თანხა | 10 000 ლარიდან – მაქს 100 000 ლარი |
დაფინანსების მოცულობა | ღირებულების 80%- მდე |
ვადა | 60 თვემდე |
საპროცენტო განაკვეთი | 21% -დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 23% -დან |
გაცემის საკომისიო | 0,5- 2% |
საშეღავათო პერიოდი | 3 თვემდე |
გადახდის გრაფიკი | ყოველთვიური/შემოსავლებზე მორგებული |
დაზღვევა | სავალდებულოა (დამოკიდებულია აქტივის ტიპზე) |
ვალუტა | ლარი |