
ასპ-გრუპი კრისტალ ლიზინგის ახალი პარტნიორია
კრისტალ ლიზინგი პარტნიორების ქსელის გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებს და ამჯერად სტრატეგიულ თანამშრომლობას კომპანია ასპ-გრუპთან იწყებს.
ასპ-გრუპი სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისა და ტექნიკის დილერია.
თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებლები ასპ-გრუპის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის შეძენას კრისტალ ლიზინგით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ კრისტალ ლიზინგი სოფლის განვითარების სააგენტოსთანაც თანამშრომლობს და მის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მომხმარებლებს აგროტექნიკის თანადაფინანსებას სთავაზობს. შესაბამისად, ასპ-გურპთან პარტნიორობას კიდევ უფრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ასპ-გრუპი 21 წელია, ბაზარზე ოპერირებს. მისი საქმიანობა შემდეგი მიმართულებით ვითარდება: საავტომობილო ტრანსპორტი და მათი დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა -მტვირთავები და ექსკავატორები, სოფლის მეურნეობის ტრაქტორები, მისაბმელები, ჰიდრავლიკური სისტემის კომპონენტები – ძრავები, ტუმბოები, მილები, ცილინდრები, ზეთები და სხვა.