
კრისტალ ლიზინგი და „ჩიე ენოლოჯიკა“ თანამშრომლობას იწყებენ
კრისტალ ლიზინგის პარტნიორების ჩამონათვალს კომპანია „ჩიე ენოლოჯიკაც“ შეემატა. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, ამიერიდან მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქციის შეძენა კრისტალ ლიზინგის პროდუქტით, შეღავათიანი და მოქნილი პირობებით იქნება შესაძლებელი.
„ჩიე ენოლოჯიკა“ ღვინის მწარმოებლებს ევროპული ხარისხის თანამედროვე დანადგარებსა და ტექნიკას — ავზებს, პრესებს, ტუმბოებს, კლერტსაცლელებს, სახდელებსა და ა.შ. სთავაზობს. შესაბამისად, კრისტალ ლიზინგის დახმარებით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, სასურველი დანადგარები თუ ტექნიკა მაქსიმალურად მოსახერხებელი, მათ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსებით შეიძინონ და წარმოება კიდევ უფრო განავითარონ.