
კრისტალ ლიზინგმა ესთეტიკის ცენტრი „ჰედონე“ დააფინანსა
კრისტალ ლიზინგის დაფინანსებით, ესთეტიკის ცენტრი „ჰედონე“ თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა. უახლესი აპარატურული ტექნიკა ცენტრს საშუალებას აძლევს, ვიზიტორებს მაღალი ხარისხის, ინოვაციური მომსახურებები შესთავაზოს, სერვისები გაამრავალფეროვნოს და ბიზნესი კიდევ უფრო განავითაროს.
„ჰედონე“ მისმა დამფუძნებელმა, თინათინ უფლისაშვილმა პანდემიის დროს გახსნა. ახალბედა მეწარმემ გადაწყვიტა, შეექმნა სივრცე, სადაც ადამიანები დასვენებას, განტვირთვასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეძლებდნენ. მოგვიანებით კი მან კრისტალ ლიზინგის დაფინანსებით, ლაზერული ეპილაციისა და წყალქვეშა მასაჟის აპარატებიც შეიძინა და საქართველოში პირველად მომხმარებლებს ვაკუუმფუნქციონალის წყალქვეშა მასაჟის აბაზანით სარგებლობა შესთავაზა.
„კრისტალ ლიზინგის მხარდაჭერის გარეშე, ამ ინოვაციის დანერგვას დროულად ვერ შევძლებდით. დღეს უკვე ცენტრის სტუმრებს მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უმაღლესი ხარისხის მასალებთან ერთად, უახლესი აპარატურით თანამედროვე მომსახურებებს ვთავაზობთ“, – აღნიშნავს თინათინ უფლისაშვილი.
ინოვაციური სერვისები სამომავლოდ „ჰედონეს“ ბრენდის პოპულარიზაციის ზრდასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაშიც დაეხმარება, რაც ესთეტიკური ცენტრის ბიზნესსაქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს.