
კრისტალ ლიზინგი მეღვინეობა „ღვინუკას“ მხარდასაჭერად
კრისტალ ლიზინგის ერთ-ერთი პროდუქტით, აგრო ლიზინგით სარგებლობას სულ უფრო მეტი მეწარმე ირჩევს. მოქნილი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მარტივი დაფინანსებით, მეღვინეობა „ღვინუკას“ დამფუძნებელმა, ზურაბ მაისაშვილმა წარმოების ახალი დანადგარებით აღჭურვა და მისი წარმადობის გაზრდა შეძლო.
„ღვინუკა“ 2018 წელს დაფუძნდა. კომპანია რაჭული ყურძნის ჯიშებისგან გამორჩეულ მშრალ ღვინოებს ამზადებს. „ღვინუკას“ ნაწარმი ექსპორტზე გადის და ევროკავშირსა და აშშ-ში იყიდება.
მეღვინეობის დაფუძნების შემდეგ ზურაბ მაისაშვილისთვის მთავარ გამოწვევად დაფინანსების წყაროებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა იქცა. სწორედ ამ დროს ახალგაზრდა მეწარმემ კრისტალ ლიზინგის შესახებ შეიტყო. შეღავათიანი აგრო ლიზინგის დახმარებით, მან საკმაოდ იაფი რესურსით დამატებით ახალი ინვენტარი შეიძინა და საწარმოს წარმადობაც გაზარდა.
„ლიზინგის მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ მცირე თანხითაც კი შეგიძლია, საკმაოდ დიდი წარმოება დაიწყო და შენი საწარმოს შესაძლებლობები გააფართოო. ამავდროულად, რისკი, რომ რაღაცას მთლიანად დაკარგავ, ან ბიზნესი გაკოტრდება, ლიზინგის შემთხვევაში პრაქტიკულად ნულის ტოლია“, – აღნიშნავს ზურაბ მაისაშვილი. კრისტალ ლიზინგის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტით, აგრო ლიზინგით სარგებლობა და მოქნილი პირობების დახმარებით ბიზნესსაქმიანობის განვითარება მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ.