
"კრისტალ ლიზინგი" საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის სალიზინგო პროდუქტების შეთავაზებას იწყებს
„კრისტალ ლიზინგი“ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება ან განვითარება სურთ, ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და სალიზინგო პროდუქტებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” პირველია საქართველოს საფინანსო ბაზარზე, რომელიც უკრაინელ მოქლაქეებს ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალურ ბიზნესპროდუქტებს სთავაზობს
ინიციატივის ფარგლებში, უკრაინის მოქალაქეებს რამდენიმე პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ:
- ლიზინგი 100 000 ლარამდე – ბიზნესთვის ტექნიკა დანადგარების შესაძენად
- ბიზნეს სესხი 10 000 ლარამდე – არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის
- სტარტაპ სესხი 5 000 ლარამდე – ახალი ბიზნესის დაწყებისთვის
პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ომის შემდეგ დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად ჩამოვიდა და აქვს ბინადრობის უფლება. პირველ ეტაპზე, სესხების გაცემა თბილისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.