
კრისტალ ლიზინგი „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ პარტნიორია
კრისტალ ლიზინგი „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთთან“ თანამშრომლობას იწყებს. ამ პარტნიორობის შედეგად, კრისტალ ლიზინგის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანამედროვე, მაღალი ხარისხის ტექნიკა ლიზინგის დახმარებით შეიძინონ და ბიზნესსაქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ.
კრისტალ ლიზინგისა და „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ ერთობლივი, თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზება ხელს შეუწყობს კომპანიებში ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ძირითადი საშუალებების შესყიდვის საოპერაციო ხარჯების შემცირებას.
„თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანიაა. იგი 2007 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოში არაერთი ცნობილი სამშენებლო თუ საგზაო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი და ოფიციალური დილერია.