
კრისტალ ლიზინგის დაფინანსებით, ავეჯის საწარმო „სკამის“ საქმიანობა გაფართოვდა
კრისტალ ლიზინგის მრავალფეროვანი, მოქნილი და მარტივი ფინანსური პროდუქტებით სულ უფრო მეტი მეწარმე სარგებლობს. ამჯერად ლიზინგი საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებაში ავეჯის საწარმო „სკამის“ დამფუძნებელს, გიორგი სურგულაძეს დაეხმარა.
ავეჯის საწარმო „სკამი“ ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს და მომხმარებლებს მაგიდებისა და სკამების ნატურალური ხისგან დამზადებულ, მაღალხარისხიან სკანდინავიურ მოდელებს სთავაზობს. ასორტიმენტის გამრავალფეროვნება გიორგი სურგულაძემ სწორედ კრისტალ ლიზინგის დაფინანსებით შეძლო.
„ჩვენი კონცეფცია ბაზრისთვის საინტერესო აღმოჩნდა და პროდუქციის მიმართ მოთხოვნაც მალევე გაიზარდა. მივხვდით, რომ გაფართოება გვჭირდებოდა, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში, შეზღუდვებისა და გართულებული პროცედურების ფონზე, ბანკები ჩვენ მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. მალევე კრისტალ ლიზინგს მივმართეთ და დაფინანსების მიღება ბარიერების გარეშე შევძელით, რაც ჩვენი საქმიანობის მასშტაბის გაფართოებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, – აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.
კრისტალ ლიზინგის დახმარებით, ავეჯის საწარმომ საკუთარი სატვირთო ავტომობილი შეიძინა, გადამზიდავი კომპანიების გარე სერვისზე უარი თქვა და მომხმარებლები პროდუქციის სახლში მიტანით თავადვე უზრუნველყო. ამ ფაქტორმა მისი მომსახურების ხარისხი გაზარდა, პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯები კი შეამცირა.
„კრისტალ ლიზინგის მთავარი უპირატესობა სწრაფი მომსახურება და მომხმარებლის საჭიროების სწორად დანახვაა. ეს ბიზნესს ეხმარება, მუშაობა შეუფერხებლად განაგრძოს. დაფინანსების პირობები განაცხადიდან უმოკლეს ვადაში, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაგვიმტკიცდა“, – დასძენს „სკამის“ დამფუძნებელი.
ავეჯის საწარმო სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას, მომხმარებლებისთვის ახალი სერვისებისა და ონლაინგაყიდვების შეთავაზებასაც გეგმავს.