
კრისტალ ლიზინგის მხარდაჭერით, მაკულატურის გადამამუშავებელი საწარმო ტექნიკურად გადაიარაღდა
კრისტალ ლიზინგი ქვეყნის მასშტაბით მეწარმეების ალტერნატიული პროდუქტებით დაფინანსებას აგრძელებს. მისი ფინანსური მხარდაჭერით, შპს „მარიამი 2019“-მა ახალი დანადგარი შეიძინა და ჰიგიენური ქაღალდის წარმოება დაიწყო.
შპს „მარიამი 2019“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, ლევან ასკურავას ბიზნესის დაწყების იდეა ნარჩენების გადამუშავების თემამ უკარნახა. მისი საქმიანობა პირველივე ნაბიჯებიდან წარმატებით განვითარდა, ამიტომ ბიზნესის გაფართოებისა და მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, მალევე ახალი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მოძიება გახდა საჭირო.
მეორე დანადგარის დაფინანსებისთვის ლევან ასკურავამ კრისტალ ლიზინგს მიმართა. „აქ ჩემთვის ყველაზე კარგი პირობები დამხვდა და კმაყოფილი ვარ, რომ არჩევანი სწორედ კრისტალ ლიზინგზე შევაჩერე. მიღებული თანხით ახალი მანქანა-დანადგარი შევიძინე, რამაც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა მომცა. ლიზინგი კომერციული მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარა“, – ამბობს ლევან ასკურავა. კრისტალ ლიზინგი საქართველოს რეგიონებში მომსახურების არეალის გაფართოებასა და ახალი ბიზნესსაქმიანობების დაფინანსებას კვლავაც გააგრძელებს.