
პრემიერ მოტორსის პროდუქციის შეძენა კრისტალ ლიზინგითაა შესაძლებელი
კიდევ ერთი ახალი პარტნიორობა კრისტალ ლიზინგისთვის: პრემიერ მოტორსის სატვირთო-სადისტრიბუციო თუ სხვა სახის მანქანების შეძენა მსურველებს კრისტალ ლიზინგის დაფინანსებით შეეძლებათ.
კრისტალ ლიზინგით სარგებლობა ეტაპობრივ, მოქნილ გადახდებსა და მომხმარებლების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს ითვალისწინებს, რაც მათ ბიზნესის წარმადობის მარტივად გაზრდის საშუალებას აძლევს. პრემიერ მოტორსი საქართველოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდების, VOLVO-სა და RENAULT TRUCKS-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანია მომხმარებლებს უმაღლესი სტანდარტების საიმედო ტექნიკას, ახალ და მეორად სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს.