
სწრაფი აგრო ლიზინგი
მეწარმეებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობაში საქმიანობენ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დანადგარების, მოწყობილობებისა თუ ტექნიკის შეძენა დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. კრისტალის სწრაფი აგროლიზინგი სწორედ ამ დაფინანსების ალტერნატიულ პროდუქტსა და თქვენი საქმიანობის განვითარების ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.
კრისტალის აგრო ლიზინგი დაგიფინანსებთ როგორც ახალ, ისე მეორად ტექნიკას. მისი შერჩევა კი ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში, ან თქვენთვის სასურველ მომწოდებელთან თავადვე შეგიძლიათ. ამასთან, აქტივით სარგებლობა შეძენისთანავე იქნება შესაძლებელი.
ლიზინგით გათვალისწინებულ თანხას თქვენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკით გადაიხდით, თანხის დაფარვის შემდეგ კი აქტივი საკუთრებაში გადმოგეცემათ.
ლიზინგის პირობები:
აქტივი | აგრო ტექნიკა |
აქტივის ტიპი | ახალი ან მეორადი |
ლიზინგის მიმღები | ფიზიკური/იურიდიული პირი |
ლიზინგის თანხა | 10 000 ლარიდან – მაქს 100 000 ლარი |
თანამონაწილეობა | 25%-დან |
ვადა | 60 თვემდე |
საპროცენტო განაკვეთი | 21% -დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 23% -დან |
გაცემის საკომისიო | 0,5- 2% |
საშეღავათო პერიოდი | 6 თვემდე |
გადახდის გრაფიკი | სეზონური |
დაზღვევა | სავალდებულოა (დამოკიდებულია აქტივის ტიპზე) |
ვალუტა | ლარი |