რა არის ავტოლიზინგი და როგორ გამოიყენოთ ის მომგებიანად
ავტო ლიზინგი ერთ-ერთი პოპულარული დაფინანსების წყაროა საქართველოში, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციები აქტიურად სთავზობენ მომხმარებელს. თუ პროდუქტის შესახებ ჯერ მხოლოდ გსმენიათ, ან მეტი დეტალი გაინტერესებთ, ჩვენი ახალი ბლოგპოსტი სწორედ თქვენთვისაა.
მინიმალური პირველადი შენატანი, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთი და დაფინანსების მარტივი შესაძლებლობა სწორედ ის ბენეფიტებია, რომლებიც განსაკუთრებულად მოთხოვნადს ხდის ავტო ლიზინგს
რა არის ავტოლიზინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება — წაიკითხეთ ავტოლიზინგის შესახებ და ისარგებლეთ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, საინტერესო და თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტით.
რა არის ავტოლიზინგი
ავტომანქანის ლიზინგი ალტერნატიული ფინანსური პროდუქტია. მიახლოებით ავტოსესხს ჰგავს, თუმცა განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ავტოლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, ირჩევთ სასურველ მანქანას და დაფინანსების მოთხოვნით ფინანსურ ორგანიზაციას მიმართავთ. ორგანიზაცია შერჩეულ ავტომობილს ყიდულობს და მას სარგებლობაში, მართვის უფლებით გადმოგცემთ.
ავტოლიზინგით შეძენისას მანქანას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყენებთ, პარალელურად კი ყოველთვიურად იხდით სალიზინგო საზღაურს, ხოლო მისი სრულად და წარმატებით დაფარვის შემდეგ ავტომობილი სამართლებრივადაც თქვენს მფლობელობაში გადმოდის.
ავტოლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
ავტოლიზინგი თუ ავტოსესხი?
ორივე პროდუქტი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა განსხვავებები, ცხადია, არსებობს. ავტოლიზინგით დაფინანსებისთვის არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფის საგანი, იხდით მინიმალურ თანამონაწილეობის თანხას და სასურველ ავტომობილს ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად ერთ დღეში იღებთ.
კრისტალის ავტოლიზინგი
კრისტალის ავტოლიზინგი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი პროდუქტია. კომპანია ახალ და მეორად ავტომობილებს დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე აფინანსებს.
კრისტალის ავტოლიზინგი მნიშვნელოვანი უპირატესობებით გამოირჩევა:
· მომხმარებელი მაქსიმალურად სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას იღებს,
· პროდუქტის გამოყენებისთვის მას მინიმალური პირველადი შენატანი სჭირდება,
· კრისტალ ლიზინგი მომხმარებელს შემოსავლებზე მორგებულ მოქნილ გადახდის გრაფიკს სთავაზობს.
· აქტივის შერჩევასა და შეფასებაში ლიზინგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები დაგეხმარებიან
კრისტალის ავტოლიზინგის მინიმალური რაოდენობა 5000 ლარია, მაქსიმალური კი — 100 000 ლარი. დეტალები იხილეთ: ავტოლიზინგის გვერდზე