ლიზინგის გაყიდვების მენეჯერი
განაცხადის შევსებაქალაქი ქუთაისი
დეპარტამენტი გაყიდვების დეპარტამენტი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 22 იანვარი, 2023
კრისტალ ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას SME ლიზინგის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
„კრისტალი“ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო და მცირე სეგმენტის ლიზინგის მომხმარებლების მოზიდვა ციფრული და არაციფრული არხებით (თანხის ლიმიტი: 5,000 -დან 100 000 ლარამდე);
- პოტენციური მომხმარებლების ბაზების შექმნა და მათთან კომუნიკაციის მართვა როგორც ციფრული, ასევე არაციფრული არხებით;
- მომწოდებლებთან ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
- სექტორის ტენდენციების მიგნება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიწოდება მენეჯმენტისთვის და მომხმარებლებისათვის;
- პოტენციური მომხმარებლის მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მსგავს აქტივობებში მონაწილეობა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ფინანსურ და სადაზღვეო სექტორებში ან ძირითადი საშუალებების მომწოდებელი კომპანიების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა სასურველია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.