უკულიზინგი

თუ მოძრავ აქტივებს ფლობთ და ინვესტირების ან საქმიანობის გაფართოებისთვის დაფინანსებას ეძებთ, კრისტალის უკულიზინგი საშუალებას გაძლევთ, თანხა სწორედ ამ აქტივების უზრუნველყოფით მიიღოთ.
უკულიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, კრისტალ ლიზინგი თქვენს არსებულ აქტივს შეიძენს და მას ლიზინგით გადმოგცემთ. მიღებული თანხის გამოყენებას სასურველი მიზნობრიობით შეძლებთ, პარალელურად კი, ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის სანაცვლოდ, აქტივით სარგებლობასაც გააგრძელებთ. ლიზინგის ვადის ამოწურვის შემდეგ აქტივი კვლავ თქვენს საკუთრებაში დაბრუნდება.
პირობები:
მიზნობრიობა | დაფინანსება მოძრავი აქტივების უზრუნველყოფით |
აქტივის ტიპი | ახალი ან მეორადი |
ლიზინგის მიმღები | ფიზიკური/იურიდიული პირი |
ლიზინგის თანხა | 10 000 ლარიდან – მაქს 100 000 ლარი |
დაფინანსების მოცულობა | ღირებულების 80%- მდე |
ვადა | 60 თვემდე |
საპროცენტო განაკვეთი | 21 % დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 23 % -დან |
გაცემის საკომისიო | 0,5- 2% |
საშეღავათო პერიოდი | 3 თვემდე |
გადახდის გრაფიკი | ყოველთვიური/შემოსავლებზე მორგებული |
დაზღვევა | სავალდებულოა (დამოკიდებულია აქტივის ტიპზე) |
ვალუტა | ლარი |